15 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მექსიკელი მწერალი, ჟურნალისტი, დიპლომატი და სცენარისტი კარლოს ფუენტესი. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე კალდერონმა გაავრცელა.
მწერალი 1928 წელს პანამაში დაიბადა. მამის დიპლომატიური კარიერის გამო ბავშვობა ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მოგზაურობაში გაატარა, ცხოვრობდა რიო-დე-ჟანეიროში, სანტიაგოსა და ბუენოს-აირესში. მექსიკაში კი 1944 წელს დასახლდა, სადაც 1965 წლამდე დაჰყო. კარლოს ფუენტესი თავადაც ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას, წარმოადგენდა რა მექსიკას საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
მწერლობა ფუენტესმა 21 წლის ასაკში გადაწყვიტა. 1955 წელს ოქტავიო პასთან და ემანუელ კარბალიოსთან ერთად დაარსა ლიტერატურული ჟურნალი. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „არტემიო კრუსის სიკვდილი“, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.
კარლოს ფუენტესი მრვალი ლიტერატურული პრემიის ლაურეტი გახლავთ (Biblioteca Breve (1967), Rómulo Gallegos (1977), Alfonso Reyes (1979), Nacional de Literatura (1984), Cervantes (1987,. Internacional Menéndez Pelayo (1992), Príncipe de Asturias de las Letras (1994), ბელისარიო დომინგესის ღირსების მედალი (1999) და სხვ.).