პრიორიტეტები

 2013 წლის პრიორიტეტები

 

  • ქართული კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
  • საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნისა თუ აღდგენის ხელშეწყობა; კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის, გამოყენება; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა;
  • თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ჩართვის მიზნით;
  • სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა დედაქალაქსა და რეგიონებში;
  • კულტურული პროექტების ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში;
  • ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობისთვის, კულტურის დარგების მხარდასაჭერად დამატებითი წყაროს უზრუნველსაყოფად;
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების (კულტურული ტურიზმი, კინო, დიზაინი, მოდა, ხალხური რეწვა...) განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის გზით;
  • სოციალურად დაუცველი ფენებისთვის კულტურის სხვადასხვა დარგებზე წვდომის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სათვისტომოების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.