საგანმანათლებლო კერები
ახალი სახელოვნებო საგანმანათლებლო კერები

 საქართველოში მოქმედ ტრადიციულ სახელოვნებო უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია) შეემატა ახალი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო კერები.

2009 წელს გორის საშუალო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი, რომელმაც დადგენილი წესის თანახმად, მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია; ამავე წელს, ბათუმში დაფუძნდა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც განახორციელებს სწავლებას ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით.
თელავისა და რუსთავის საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე დაფუძნდა სამუსიკო სკოლები, რომლებიც განახორციელებენ თერთმეტწლიან სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს.