2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები
- საქართველოს ეროვნული გალერეის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება - გალერეის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები;
- საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის სააფიშო ფონდის რეაბილიტაცია;
- გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლების რეაბილიტაცია და კარმიდამოს მოწყობა;
- გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში “ ლიტერატურული სახლები და პერსპექტივები”;
- მრგვალი მაგიდა სამხრეთ კავკასიის სამუზეუმო სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით “სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუზეუმების განვითარების პროგრამა -- სამუზეუმო რეფორმის მიმდინარეობა ს/კ მუზეუმებში”;
- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსპონატების რესტავრაცია;
- თელავის ისტორიული მუზეუმის კატალოგის გამოცემა;
- ქუთაისის ისტორიული მუზეუმის კატალოგის გამოცემა;
- ნ. მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კატალოგის გამოცემა.